|
2017-04-20 11:53:09, 2024 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 9,1%-ითაა გაზრდილი
2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,4 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2016 წლის მარტთან შედარებით, 9,1 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „2017 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 1,3 პროცენტით, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში -1,03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,5 პროცენტი) და ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1,0 პროცენტი). სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები შემცირდა 4,5 პროცენტით, რამაც -0,21 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: • გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8,6 პროცენტით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 7,10 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (38,4 პროცენტი), ასევე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (7,8 პროცენტი). ფასები ტექსტილსა და საფეიქრო ნაწარმზე შემცირდა 23,1 პროცენტით; • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 10,6 პროცენტით, რამაც 1,49 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში; • სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 12,6 პროცენტით, რაც 0,50 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე“,-ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)