|
2017-04-19 20:04:40, 1985 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: აშშ-ის მთავრობის საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) საქართველოს საინვესტიციო ლიმიტს მნიშვნელოვნად ზრდის
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, დევ ჯაგადესანთან (Dev Jagadesan). შეხვედრას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, OPIC-ის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა და პოტენციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციას როლსა და მნიშვნელობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც OPIC-მა სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის აღმოუჩინა ქვეყანას, მათ შორისაა, ფინანსური სექტორი, ტურიზმი, ჯანმრთელობის დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, სამთო მრეწველობა, უძრავი ქონება, ენერგეტიკის სფერო, საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა OPIC-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსა და აღმასრულებელ დირექტორს გააცნო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები, აგრეთვე, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციაში. ესაა ორგანიზაცია, რომელიც 1995 წლიდან მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულია 500 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული ორგანიზაციაში - ისინი მნიშვნელოვნად ზრდიან საქართველოს საინვესტიციო ლიმიტს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამერიკული მხარის მხრიდან შესაძლებელი იქნება ახალი, უფრო დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება" - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციას როლსა და მნიშვნელობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში (18 მლნ აშშ დოლარი); GMT სასტუმროების ქსელი (29 მლნ აშშ დოლარი) „ვენდის" რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით (18.9 მლნ აშშ დოლარი); სს საქართველოს ბანკი - 30 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის და სხვა.
(NS)
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)