|
2017-04-19 18:01:48, 2692 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის პარლამენტმა ვადამდელ არჩევნებს მხარი დაუჭირა - არჩევნები 8 ივნისს ჩატარდება
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გადაწყვეტილებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 8 ივნისს არჩევნების ჩატარებას პარლამენტის 522 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13 კი წინააღმდეგი იყო. ტერეზა მეის განცხადებით, დღევანდელ რეალობაში, ევროკავშირის რეფერენდუმის შემდეგ ქვეყანას ძლიერი და სტაბილური ხელმძღვანელობა სჭირდება. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა უკვე ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)