|
2017-04-19 17:21:59, 2460 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკს ვარშავის პროკურატურაში დღეს დაკითხავენ
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს პოლონეთის პროკურატურა დაკითხავს, - ამის შესახებ TVN-24 იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დონალდ ტუსკი დაკითხვაზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული. საქმე პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობას ეხება. არსებული ინფორმაციით, ეს თანამშრომლობა პოლონეთის ხელისუფლების თანხმობის გარეშე ხდებოდა. კერძოდ კი, პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, დონალდ ტუსკის პრემიერ-მინისტობის დროს, პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის ხელმძღვანელებს საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან მთავრობის მეთაურის საჭირო ნებართვის გარეშე კავშირი ჰქონდათ. თავად დონალდ ტუსკი გამოძიებას პოლიტიკური კამპანიის ნაწილს უწოდებს. ცნობისთვის, პოლიტიკოსი დაკითხვაზე 15 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მან ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასწრების გამო ვერ შეძლო საგამოძიებო ორგანოში მისვლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)