|
2017-04-19 09:06:49, 2363 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში მდებარე ტაძართან, აფეთქება მოხდა - ISIS-მ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო
ეგვიპტეში, წმინდა ეკატერინეს ტაძართან მდებარე გამშვებ პუნქტთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 1 სამართალდამცველი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კიდევ 3 პოლიციელი, რომელიც ტაძრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მძიმედ დაშავდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ცნობისთვის, წმინდა ეკატერინეს ტაძარი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული მონასტერია, რომელიც დღემდე მოქმედებს. ის იუნესკოს დაცულ ძეგლთა ნუსხაშია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეგვიპტეში ორ ეკლესიაში აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში რომის პაპო ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით გეგმავს ჩასვლას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)