|
2017-04-19 08:57:06, 2376 ნახვა
მსოფლიო
სროლა კალიფორნიაში - არის მსხვერპლი
კალიფორნიის ქალაქ ფრესნონში სროლა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ცეცხლი შეიარაღებულმა მამაკაცმა გახსნა. სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილი 39 წლის კორი ალი მუჰამედია, რომელიც არაბულ ენაზე ყვიროდა - „ღმერთი დიდია“. თავდამსხმელი გასულ კვირაში ჩადენილი სასტუმროს უსაფრთხოების თანამშრომლის მკვლელობისთვის იძებნებოდა. როგორც პოლიციის უფროსმა აღნიშნა, ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ ეწვმიტანილი მარტო მოქმედებდა. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ საქმე ტერორისტულ აქტს ეხება. BBC-ის ინფორმაციით, სამართალდამცავები ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებენ, რომ 3 გარდაცვლილი და 1 დაჭრილი ადამიანი თეთრკანიანია, ხოლო ეჭვმიტანილი თეთრკანიანების მიმართ სიძულვილს სოციალურ ქსელ Facebook-ის სტატუსებში გამოხატავდა. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელმა 16-ჯერ გაისროლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)