|
2017-04-18 15:30:10, 2619 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პოლიციამ ტერაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
საფრანგეთის ქალაქ მარსელის პოლიციამ ტერორისტული აქტი აღკვეთა და ორი პირი დააკავა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. სამარტალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის მიმდინარეობისას ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. მედიის ცნობით, პოლიცია ეჭვმიტანილებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა და მათი დაკავება ერთდროულად მოხდა. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი ეჭვიტანილი პატიმრობაში უკვე იყო, რა დროსაც ისლამური რადიკალიზმით დაინტერესდა. დაკავებულების შესახებ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ფრანგები არიან. ასევე ცნობილია მათი ასაკი, ერთ-ერთი 1987 წელს, ხოლო მეორე 1993 წელსაა დაბადებული. სამართალდამცველები ეჭვმიტანილების ბინების ჩხრეკას ახორციელებენ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილსაა დაგეგმილი, ხოლო მეორე 7 მაისს. ბოლო 2 წლის განმავლობაში რადიკალური ისლამისტების თავდასხმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 230-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)