|
2017-04-18 11:37:43, 2421 ნახვა
მსოფლიო
პეტერბურგის მეტროში განხორციელებული ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი დააკავეს
მოსკოვში სამართალდამცველებმა პეტერბურგის მეტროპოლიტენში განხორციელებული ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი დააკავეს, - ამის შესახებ რუსული მედია ფედერალური უსაფრტხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებული წარმოშობით ცენტრალური აზიიდან არის. აბრორ აზიმოვი გუშინ, პოდმოსკოვიეს ოდინცოვსკის რაიონში დააკავეს. ამასთან, პეტერბურგში ასევე თვითმკვლელი ტერორისტის ჯალილოვის 6 სავარაუდო თანამზრახველი დააკავეს. ჩხრეკისას მათ ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, ხვალ აზიმოვის სასამართლო პროცესი გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს პეტერბურგის მეტროში აფეთქებას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 მგზავრი კი დაშავდა. რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)