Impact Hub Tbilisi-ში გაგრძელდება 48 საათიანი ჰაკათონი, სადაც  პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს. 

" />
09:33 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 11:23:56, 2290 ნახვა

ეკონომიკა
48 საათიანი მხიარულება ამბიციური და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის - Garage 48 თბილისშია!

21 აპრილს, 17:30 საათზე  სასტუმრო რუმსში სტარტს აიღებს და Impact Hub Tbilisi-ში გაგრძელდება 48 საათიანი ჰაკათონი, სადაც  პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად.

პროექტის ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi, თიბისი ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. სამი გამარჯვებული გუნდი საჩუქრად მიიღებს იმფაქთ ჰაბის ერთთვიან ულიმიტო წევრობას და პრიზებს თიბისი ბანკისგან.  ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირებულია ასამდე ადამიანი. 

Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics