|
2017-04-18 10:32:15, 2536 ნახვა
მსოფლიო
საპროტესტო აქციები თურქეთში - „ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოლებთ ფაშიზმის წინააღმდეგ“
თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სტამბოლში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. დაახლოებით ათასი დემონსტრანტი ქალაქის ევროპულ ნაწილში, ბეშიკტაშის რაიონში შეიკრიბა, სტამბოლის აზიურ ნაწილში კი 2 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა 16 აპრილს, თურქეთში ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგები გააპროტესტეს. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ლოზუნგი: „ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოლებთ ფაშიზმის წინააღმდეგ“. ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მსვლელობა მიმდინარეობდა, მოსახლეობამ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა. აქციები სტამბოლის გარდა, თურქეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ანტალიაში 13 ადამიანი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)