|
2017-04-14 19:24:08, 2281 ნახვა
მსოფლიო
სირია ტრამპს: თუ თვითონ ხართ ცხოველი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვებიც არიან
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტ ბაშარ ასადს "ცხოველი" უწოდა, - ამის შესახებ Siasat იუწყება. "თუ თვითონ ხართ ცხოველი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვებიც არიან", - ნათქვამია უწყების წარმომადგენლის აიმან სუსანის განცხადებაში. როგორც სუსანმა აღნიშნა, ასადი სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტია, რომელიც ხალხმა აირჩია. მისივე შეფასებით, პრეზიდენტს პასუხი სირიელმა ხალხმა უნდა გასცეს და არა დონალდ ტრამპმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox Business-სთვის მიცემულ ინტერვიუში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ ასადს "ცხოველი" უწოდა. ამასთან, ტრამპის აზრით, თუ რუსეთის ხელისუფლება სირიის პრეზიდენტს მხარს არ დაუჭერს, აღნიშნული ქვეყანა ვაშინგტონისთვის პრობლემა არ იქნება. "თუ რუსეთი ამ ცხოველს მხარს არ დაუჭერს, ჩვენ დღეს პრობლემა არ გვექნება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ასადის შესახებ. ცოტა ხნის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაშარ ასადს "ყასაბიც" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)