|
2017-04-14 12:52:13, 2459 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში, აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად, ISIS-ის 36 მებრძოლი დაიღუპა
გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 36 ტერორისტი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის სამიზნე სწორედ ISIS-ის ტერორისტები იყვნენ. ქვეყანამ ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში პირველად გამოიყენა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. "ავიაიერიშის დროს განადგურდა ბაზა, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდა", - აცხადებენ უწყებაში. ბომბი GBU-43 ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი 9-მეტრიანი იარაღია, რომელიც 10 ტონას იწონის. ავიაიერიშ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე შეაფასა და აღნიშნა, რომ "ეს კიდევ ერთი წარმატებული მისია იყო".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)