|
2015-04-08 15:28:10, 402 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ჯანელიძე ალასანიას მინისტრობის პერიოდში დაწყებულ საქმეებზე საუბრობს
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ზურაბ აბაშიძის განაცხადებით, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში დაწყებულ საქმეებზე საუბრობს. „რაც მოვისმინე, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ დაახლოებით მე-6 თვეა, რაც მინდია ჯანელიძე არის თავდაცვის მინისტრი და ამ ხნის განმავლობაში მისგან რამე სიახლე ჩვენ ვერ მოვისმინეთ. რაზეც ის საუბრობს ის არის ალასანიას მინისტრობის პერიოდში დაწყებულ საქმეები და მის გუნდთან ერთად მიღწეული წარმატებები. ცდილობს, რომ მან ეს ყველაფერი თავისთავზე მიიწეროს“, - აღნიშნა აბაშიძემ. მისივე თქმით, მისი პარტიის წევრებს მინისტრთან კითხვები საჰაერო თავდაცვასთნ დაკავშირებით აქვთ. „კითხვები მასთან ძალიან ბევრია, იგივე საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით. რომელზეც მინისტრი საუბრობს, რომ ეს საკითხი არ დახურულა, რას ნიშნავს არ დახურულა? როდის მოხდება კონკრეტულად ამის უზრუნველყოფა? ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა ირაკლი ალასანიას დროს, რა შედეგებია, სად ვართ, როგორ ვართ სრულიად გაუგებარია“, - განცხადა აბაშიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც, მინდია ჯანელიძე ანგარიშს წარადგენს. სხდომა ამ დროისთვის კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, შეხვედრა ნდობის ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)