|
2015-04-08 15:23:11, 374 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოსთან დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
დედაქალაქის მერის გადადგომის მოთხოვნით, თბილისის საკრებულოსთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აქციას მართავს. დავით ნარმანიას ამწუთებში საკრებულოს სხდომაზე უსმენენ. საკრებულოსთან შეკრებილებმა მერს ხმაურიანი დახვედრა მოუწყვეს და საარჩევნო დაპირებები შეახსენეს. ადგილზე მივიდნენ პარტიზანი მებაღეებიც, რომლებმაც მოჭრილი ნაძვის ტოტები მიიტანეს. მათი თქმით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, იპოდრომის ტერიტორიაზე ხეები ინტენსიურად იჩეხება. საკრებულოში შესვლამდე დავით ნარმანიამ აქციის მონაწილეების შეკითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა: "დანაპირებზე საუბარი მექნება საკრებულოს სხდომაზე და 1 მილიონი ხე დაირგვება აუცილებლად",-აღნიშნა დავით ნარმანიამ. "ხეები, რომლებიც ჩვენ აქ გვაქვს, გახლავთ იპოდრომიდან მოტანილი. ისინი 2 დღის განმავლობაში გაიჩეხა. ეს არის 40-50 წლოვანი ხეები.მერია მილიონი ხის დარგვას დაგვპირდა და ჯერჯერობით მილიონ ხეს მხოლოდ ჭრიან",-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)