|
2017-04-13 16:10:13, 810 ნახვა
რეგიონი
აჭარას უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერები გააშუქებენ
უკრაინის პოპულარული ტელევიზიის, ინტერნეტ პორტალებისა და მედიაგამოცემების წარმომადგენლები აჭარას სტუმრობენ. საინფორმაციო ტურის ფარგლებში უკრაინული მედიის წარმომადგენლები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძებისა და ჭაჭის მომზადების პროცესის გადაღებებს დაესწრო. მედიატურის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან ექსკლუზიური ინტერვიუები ჩაიწერეს, რომლებსაც აჭარაში მოგზაურობის შესახებ მომზადებულ სტატიებში, ბლოგებსა და ტელესიუჟეტებში განათავსებენ. „აჭარის ტურისტულ პოტენციალს უკრაინელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ეცნობიან, რომლებიც ჩვენი რეგიონის შესახებ საინტერესო სტატიებს და სიუჟეტებს მოამზადებენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზაფხულის სეზონის დაწყების წინ ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ იმოგზაურონ და დაისვენონ აჭარაში, ამ ულამაზეს კუთხეში"- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. მედიატურის მონაწილეებმა ტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან დაიწყეს, სადაც მათ რეგიონში განვითარებული ტურისტული პროდუქტების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს. გუშინვე მათ ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. პოპულარული ტელევიზიის, ინტერნეტ პორტალებისა და მედიაგამოცემების წარმომადგენლები რეგიონს 3 დღით სტუმრობდნენ. მედიატური აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.
(NS)
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)