|
2017-04-13 14:53:54, 2290 ნახვა
მსოფლიო
ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლომ რუსეთს ბესლანის მოვლენების გამო, 3 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლომ ბესლანის სკოლაში 2004 წელს მძევლების აყვანის ფაქტზე რუსეთს 3 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სარჩელის ავტორი სულ 409 პირი იყო, მათ შორის ყოფილი მძევლები და მომხდარის დროს დაშავებულები, ასევე ყოფილი მძევლების, გარდაცვლილებისა და დაშავებულების ახლობლები. „სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლება. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, დაეცვა ადამიანები, რომელთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. სარჩელში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მომხდარი არ იყო სათანადოდ გამოძიებული“,-ნათქვამია განცხადებაში. მოსარჩელეთა განცხადებით, ოპერაცია არ იყო სათანადოდ დაგეგმილი და მსხვერპლი გამოწვეული იყო ხელისუფლების მიერ ძალის არაპროპორციულად გამოყენებით. ცნობისთვის, ქალაქ ბესლანში № 1 სკოლის მოსწავლეების მძევლებად აყვანა ბოევიკთა ჯგუფის მიერ 2004 წლის 1 სექტემბერს მოხდა. სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მშობლები და მასწავლებლები. სკოლის აღება სცადეს რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა, რომლის შედეგად წამოწყებული შტურმით 350 მძევალი დაიღუპა. მოკლულთა ნახევარი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 500-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. მოკლულ იქნა 31 ტერორისტი, 1 ცოცხლად იქნა აყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)