20:39 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 13:11:28, 2107 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: როდესაც „ნაციონალებს“ და ყოფილ „ნაციონალებს“ კამერები მოშორდებათ, კითხვების დასმის ხალისი ეკარგებათ

„როდესაც „ნაციონალებს“ და ყოფილ „ნაციონალებს“ კამერები მოშორდებათ, კითხვების  დასმის ხალისი ეკარგებათ ხოლმე“,-ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს  სუს-ის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე  საუბრისას განუცხადა.

მდინარაძის განმარტებით, არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც სუს-ის წარმომადგენელი ღია რეჟიმში ვერ ისაუბრებს.

„ამასთან დაკავშირებით დაშვება გააჩნიათ პარლამენტის წევრებს, შეუძლიათ მოისმინონ ყველა კითხვაზე პასუხი, შესაბამისად, უმრავლესობის წარმომადგენლები დავეთანხმეთ იმ აზრს, რომ სხდომა დახურულიყო და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიგვეღო.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, ნახევრად ხუმრობით, რომ როდესაც „ნაციონალებს“ და ყოფილ „ნაციონალებს“ კამერები მოშორდებათ, მათ კითხვების დასმის ხალისი ეკარგებათ ხოლმე და მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც რეალურად საინტერესოა პარლამენტის წევრისათვის“, - აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics