|
2017-04-12 14:34:37, 2053 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა საზოგადოება
საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტს ხელი გიორგი გახარიამ და ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აშოკ გაჯაპატმა მოაწერეს. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება ,,ღია ცის" ლიბერალურ პრინციპებს ეფუძნება, რომელიც ავიასაწარმოების დანიშვნას და მათ მიერ ტარიფების დამოუკიდებლად განსაზღვრას, ფრენების სიხშირის ურთიერთშეთანხმებას და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დაწესებული სტანდარტების შესრულებას ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების თვალსაზრისით ითვალისწინებს. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება ან შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. საქართველოს მხრიდან დანიშნული ავიაგადამზიდველებისთვის დანიშნულების პუნქტებად განისაზღვრა დელი, მუმბაი, ჰაიდარაბადი, ბენგალურუ, ჩენაი და გოა. „ღია ცის" შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს ავიაციისა და ფრენების განვითარებას. ვთვლით, რომ როდესაც ვემზადებით ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად და ვიკვლევთ ამ მიმართულებას, პირდაპირი ფრენები და „ღია ცის" რეჟიმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესის ურთიერთკონტაქტებისთვის და ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას",– აღნიშნა გიორგი გახარიამ. შეთანნხმებას საქართველოს ელჩი ინდოეთში არჩილ ძულიაშვილიც გამოეხმაურა. „ეს შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსა და ინდოეთს შორის მომავალი ურთიერთობების განვითარების მხრივ – ეს არის ხალხთაშორის ურთიერთობა, ეს არის კულტურული და ეკონომიკური კავშირები და საერთო ჯამში, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე გაგრძელდება კონსულტაციები, რომ დაიწყოს პირდაპირი ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის"– განაცხადა საქართველოს ელჩმა ინდოეთში არჩილ ძულიაშვილმა. საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობდა. ქვეყნებს შორის აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გააქტიურდა 2016 წლიდან. 2016 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სამოქალაქო ავიაციის საკითხებთან დაკავშირებით. 2017 წლის 9-10 იანვარს თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები ინდურ მხარესთან, რომლის შედეგად საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მომზადდა შეთანხმების პროექტის შეჯერებული, საბოლოო ვერსია, რომელსაც ინდოეთში, მიმდინარე წლის 11 აპრილს მოეწერა ხელი.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)