|
2017-04-12 10:29:17, 2331 ნახვა
მსოფლიო
დორტმუნდში 3 აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ფეხბურთელი
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში 3 აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის „ბორუსია“ აღმოჩნდა. როგორც BBC წერს, გზაზე დამონტაჟებული სამივე ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ფეხბურთელთა ნაკრები ავტობუსით ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიდიოდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად, ხელის არეში 26 წლის ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს. გამოძიების პირველადი ვერსიით, შეიძლება ითქვას, რომ საქმე ეხება ძალიან სერიოზულ ასაფეთქებელ მოწყობილობას. სამართალდამცველებმა ადგილზე წერილიც იპოვეს, თუმცა ამ ეტაპზე მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის. პოლიცია არ ასაჯაროებს მის შინაარსაც. ცნობისთვის, აფეთქების გამო დორტმუნდის „ბორუსია“ - „მონაკოს" თამაში 12 აპრილისთვის გადაიდო. საფეხბურთო მატჩი ადგილობრივი დროით 18:45 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)