|
2017-04-12 10:33:32, 2018 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი DEA-ს ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორს კაილ უილიამსონს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორს - კაილ უილიამსონს შეხვდა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ბოლო წლებში საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. გიორგი მღებრიშვილმა კაილ უილიამსონს შს სამინისტროში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2016 წლის ანგარიშში, საქართველოს შსს-ს მიერ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიებების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მიეცა. როგორც კაილ უილიამსონმა აღნიშნა, საქართველოს შს სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2016 წელს აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA) თბილისში, აშშ-ს საელჩოში ოფისი გახსნა და მუდმივი წარმომადგენელი - ატაშე დანიშნა. საქართველოს შს მინისტრმა და DEA-ს ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორმა, პროაქტიული გამოძიების გაძლიერების მიზნით შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილ ნარკოტრანზიტების განყოფილებაზეც ისაუბრეს, რომლის ანალიზის საფუძველზეც ნარკოტრანზიტის რამდენიმე მნიშვნელოვანი მარშრუტი გამოვლინდა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებებისა და ტრენინგების მნიშვნელობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ატაშე საქართველოში.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)