|
2017-04-11 19:03:03, 2266 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნარმანია ახვლედიანს: ნაზღაიძეზე რომ ლაპარაკობთ, 12 ჰექტარი მიწა ჩამოართვით მოქალაქეს და ნაგავსაყრელი გახსენით
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს წევრ მამუკა ახვლედიანს ის პერიოდი შეახსენა, როდესაც ყოფილი მერის გიგი უგულავას მოადგილე იყო. ნარმანიას თქმით, 12 ჰექტარი მიწა მათ მოქალაქეს ჩამოართვეს და იქ ნაგავსაყრელი გახსნეს. მერის ინფორმაციით, მოქალაქე აღნიშნული ტერიტორიის დაბრუნებას დღემდე ითხოვს. „ნაზღაიძეზე რომ ლაპარაკობთ, ერთ ფაქტს შეგახსენებთ,თქვენ მაშინ მერის მოადგილე იყავით, 12 ჰექტარი მიწა ჩამოართვით მოქალაქეს და გახსენით ნაგავსაყრელი. დღემდე დაობს ის მოქალაქე, ამ ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს. თქვენი დაშვებული შეცდომების გამოსწორება გვიწევს. იცით თუ არა ეს?! ამ კითხვაზე გამეცით პასუხი ჭკუას რომ გვასწავლით“,-მიმართა ნარმანიამ ახვლედიანს. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2014 წლის 28 აპრილს გიორგი ქელდიშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „თბილსერვის ჯგუფს“ და ითხოვა მის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული აქტებისა და განკარგულებების ბათილად ცნობა. საქმის მორიგების დასრულებისა და მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში მოსარჩელე მხარესთან, გიორგი ქელდიშვილთან რამდენჯერმე შედგა შეხვედრა, ამავე დროს, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, თუმცა ქელდიშვილისთვის სასურველი და ტოლფასი მიწის ნაკვეთის შერჩევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. მოცემული სასამართლო დავის მორიგებით დასრულების მიზნით, სააგენტოში კვლავ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. დავის მორიგებით დაუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იმოქმედებს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად. ცნობისთვის, საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)