|
2017-04-10 19:48:18, 2121 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ინდოეთს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრს მაჰშ შარმას შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მაჰეშ შარმამ და გიორგი გახარიამ საქართველოსა და ინდოეთის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს ტურიზმის, ვაჭრობის, საჰაერო მიმოსვლისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში აქვთ. „დღეს დაიწყო ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ინდოეთში, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ მემორანდუმის ხელმოწერა ინდოეთსა და საქართველოს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ. ეს არის ძალზე სერიოზული ნაბიჯი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ენერგია უნდა შესძინოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან. განვიხილეთ კონკრეტული და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, მაგალითად, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის საკითხი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული გაცვლის რეჟიმებსა და მათ ინტენსივობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, შეხვედრის ერთ–ერთი თემა იყო საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლებლობები, რამაც ასევე მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესაქტივობებს. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა - „ინდოეთის ტურიმზისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან ასევე განვიხილეთ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაისში დაგეგმილი არჩევნები და საქართველოდან წარდგენილი კანდიდატის, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერის საკითხი. ეს ყველაფერი იყო ძალზე თბილ, მეგობრულ რეჟიმში და შემიძლია აღვნიშნო, რომ ნაყოფიერ რელსებზე დგება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები“. ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით, საინტერესო შეხვედრა შედგა ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან, რომელიც საკმაოდ დაინტერესებულია საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობით. „ძალიან საინტერესოა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოსა და ინდოეთს შორის. ეს არის დიდი ქვეყანა ტერიტორიულად ჩვენთან ახლოს, აქვს საინტერესო ბაზარი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეიძლება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს არის ერთ–ერთი პირველი, მაღალი დონის ვიზიტი და იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობების დინამიკა სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და შედეგიანი იქნება“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინდოეთში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნებში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი - შეხვედრის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სწორედ მისი მხარდაჭერის საკითხი მაისში დაგეგმილ არჩევნებში.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)