20:10 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 12:14:30, 2287 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე სუბიექტს საკონსტიტუციო კომისიის დატოვება უნდა

საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიას გააჩნია სარწმუნო ინფომრაცია, იმის თაობაზე, რომ ცალკეულ სუბიექტებს კომისიის დატოვება სურთ.

როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, კომისია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და მას ვერაფერი შეუშლის ხელს.

"გვქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს, მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება - რამდენიმე სუბიექტს, ჩვენი ინფორმაციით, დაგეგმილი აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენ აუცილებნლად შევასრულებთ დასახულ მიზანს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა და საბოლოოდ ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია გვექნება", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ძალიან ცუდი კონსტიტუცია, ძალიან კარგი კონსტიტუციით შეიცვლება".  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics