|
2017-04-07 20:50:36, 2382 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია NGO-ებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რომ მათ კომისია დატოვონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რათა მათ საკონსტიტუციო კომისიის რიგები დატოვონ. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ფაქტი შემაშფოთებელია. პარლამენტის სპიკერი იმედოვნებს, რომ ასეთი შედეგი არ დადგება: „საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტის სტატუსი, ან უფლებამოსილებები იკვეცება, არის არასწორი და ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, გვქონდა არაერთი მსჯელობა კომისიის და კონფერენციების ფორმატში, ჩამოვაყალიბეთ ძლიერი არგუმენტები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ უმჯობესია გადასვლა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე და იქვე ვთხოვე ოპონენტებს, რომ კონტრარგუმენტები წარმოედგინათ. ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთი კონტრარგუმენტი, რომელიც დაასაბუთებდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უპირატესობას. ხალხს თუ დაუსვამ კითხვას-რომელი ჯობია, პრეზიდენტი შენ აირჩიო, თუ სხვამ აირჩიოს, იტყვის, რომ უმჯობესია- მე ავირჩიო, მაგრამ ეს იქნება ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სინამდვილე არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა განისაზღვროს სისტემის არსიდან გამომდინარე. თუ ადამიანს არასწორად მივაწვდით ინფორმაციას, რეაქციაც იქნება შესაბამისი. ძალიან სამწუხაროა, რომ კომისია მუშაობს პრეზიდენტის მხრიდან, ადმინისტრაციის მხრიდან იგნორირების პირობებში, არ მონაწილეობენ კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უფრო მეტიც პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებენ ღია კამპანიას კომისიის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, მე დაახლოებით 1 კვირის წინ, მომაწოდეს სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონსულტაციები იმართება ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ცალკეულ პარტიებთან ადმინისტრაციის მხრიდან, რომ მათ დატოვონ კომისიის რიგები, რაც შემაშფოთებელი ინფორმაციაა და იმედია, ასეთ შედეგს არ ვიხილავთ“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)