19:31 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:27:54, 2047 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე

„მივმართავს ელჩებს, იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე“,-ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პარლამენტში  ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

 „ნატო-ს ვარშავის სამიტზე პრიორიტეტად შენარჩუნდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე საქართველო, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მონაწილედ მიიწვიეს შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება. უსაფრთხო შავი ზღვა  კი, რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის და გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა. სწორად ამიტომაა აუცილებელი საქართველოს აქტიური ჩართულობა, შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში. ბრიუსელის სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო სამიტზე არ ექნება წარმოდგენილი. მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი  ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში - პატივცემულ ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე - ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება!“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics