01:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 11:56:34, 2345 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სარაკეტო დარტყმას მხარს უჭერს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ იერიშს მხარს უჭერს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის სწორი და შესაბამისი პასუხი იმ არაადამიანურ თავდასხმაზე, რომელიც სირიის მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების მეშვეობით განახორციელა. მიზანი არის მსგავსი თავდასხმების თავიდან არიდება სამომავლოდ. ბრიტანეთის მთავრობა აშშ-ის ქმედებებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს", - აცხადებს ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი.

 ცნობისთვის, საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 59 "Tomahawk"-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა.

თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics