|
2015-04-07 13:11:45, 560 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: გადაუდებელი დახმარება კვლავ 100%-ით ფინანსდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მტკიცებით, გადაუდებელი დახმარების დაფინანსება არ შეცვლილა და ის კვლავ 100 %-ით ფინანსდება. „პასუხს ვაგებ ჩემს ნათქვამზე, რომ გადაუდებელი დახმარების დაფინანსება არ შეცვლილა და იგი კვლავ ფინანსდება იმ წესით, როგორც იყო აქამდე. კერძოდ, 100%-ით“,- განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო გადაუდებელ დახმარებას 100%-ის ნაცვლად, 70%-ით აფინანსებს. ამასთან, დავით სერგეენკოს ჰკითხეს, იგეგმება თუ არა საზღვარზე შემოტანილი მედიკამენტების მაკონტროლებელი სისტემის გამკაცრება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა მედიკამენტის გაკონტროლება წარმოუდგენელია და არცაა საჭირო. უბრალოდ, სერგეენკოს განცხადებით, არსებობს რამდენიმე კრიტიკული წერტილი, რომელიც დაცული უნდა იყოს. „გამკაცრება ამ სიტყვის მნიშვნელობით არ იგეგმება. იგეგმება მოწესრიგება. რა თქმა უნდა,თუ კერძო პირს უფლება აქვს, რომ ჩანთით შემოიტანოს მედიკამენტი, ის ვერ იქნება მაღალი ხარისხის გარანტი. თუმცა, თუ მაღალი რეპუტაციის კომპანია შემოიტანს მედიკამენტს გარანტირებული ხარისხით, მაგრამ შემდგომში, საზღვრის გადმოკვეთიდან იქამდე, სანამ პაციენტის ორგანიზმში მოხვდება, არ იქნება მთლიანი ჯაჭვი დაცული, არც ეს არის გარანტია. მთლიანად ჯაჭვში ვგულისხმობ შენახვის პირობებს, სწორად გამოწერილი დანიშნულების დაცვის პირობებს, ვაქცინების შემთხვევაში ცივი ჯაჭვის დაცვას, ანუ უნდა იყოს არაუმეტეს 6 გრადუსისა. მედიკამენტების ხარისხის კონტროლი არის გრძელი ჯაჭვი, სადაც ერთი რგოლის ამოვარდნაც ყველაფერს აზრს უკარგავს და მედიკამენტის ხარისხის კონტროლის გამკაცრება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არის ერთ-ერთი ძალიან გრძელ ჯაჭვში, რასაც მედიკამენტების ხარიხსის კონტროლი ჰქვია. ყველა მედიკამენტის, ყველა ტაბლეტის, თუ ამპულის გაკონტროლება არ არის საჭირო და ეს წარმოუდგენელიცაა. არსებობს რამდენიმე კრიტიკული წერტილი, რომელიც დაცული უნდა იყოს. ეს არის: ნედლეულის, ან მზა მედიკამენტის საზღვრის გადმოკვეთის მომენტში, მისი სერთიფიცირების შემოწმება, იმ სალიცენზიო პირობების განსაზღვრა, სადაც ეს მედიკამენტები უნდა იყოს შენახული, აფთიაქებში შენახვის პირობა,მედიკამენტის უსაფრთხო გაცემისა და რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენა ამის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო და თავიდან აცილება ექიმების მიერ არასაჭირო მედიკამენტების დანიშვნის. გარდა ამისა, ეს არის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც წელსვე ამუშავდება, მედიკამენტების ქიუმიური ანალიზის. ანუ ეს არის საერთაშორისოდ ცნობილი, მაგრამ ჩვენთან ჯერჯერობით არ დანერგილი და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დაინერგება წელს“,- განაცხადა სერგეენკომ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)