|
2017-03-31 12:53:58, 2029 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მოსმენების კანონთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, პარტია ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს. როგორც ტუღუშმა აღნიშნა, "ევროპული საქართველო" მოსმენების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. "ჩვენ აქტურად ვმუშაობდით და გვქონდა კონსულტაციები, როგორც არასამთავრობო სექტორთან ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ ვიცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც გეგმავენ სარჩელის შეტანას, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამავდროულად "ევროპულმა საქართველომ" იმუშავა და მოამზადა შესაბამისი საპარლაამენტო სარჩელი. მიზეზი ამისა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენ ყველა საპარლამენტო მეთოდი ამოვწურეთ, რათა ხელი შეგვეშალა ამ მავნებლური კანონის მიღბისთვის, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ და "ქართულმა ოცნებამ" არანაირად არ გაითვალისწინა არც პოლიტიკური პარტიების, არც საპარლამენტო უმცირესობის, არც არასამთავრობო სექტორის შენიშვნები, ასევე მათ უტიფრად გადაძლიეს პრეზიდენტის ვეტო და რეალურად მიიღეს დამრღვევი კანონი, რომელიც შევიდა ძალაში. შესაბამისად "ევროპილი საქართველოს" უმთავრესი მიზანია, რომ მივაღწიოთ იმას რომ ჩვენი პირადი ცხოვრება იყოს დაცული, მოქალაქეებმა იგრძნონ თავი დაცულად და იმის მაგივრად რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, რომ ეს არის უფლებამოსილება გაძლიერებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ჩვენ მიზანია რათქმაუნდა მივიღოთ თითოეული უფლებადაცული მოქალაქე. ამის მიღწევის ერთერთი გზაა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი. ყველამ კარგად ვიცით რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებაში ცალსახად გაუსვა ხაზი იმას რომ მოსმენებს არ უნდა ახორციელებდეს ის ორგანო რომელსაც უშუალოდ ააქვს დაინტერესება აწარმოებს გამოძიებას. დღეს უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი ფაქტიურად უცვლელს ტოვებს იმ მდგომარეობას, რომელიც იყო ამ კანონის მიღებამდე, გარდა ამისა დამატებით უფლებებს სძენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ უხეშად ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში და ამას ძალიან ხშირად იყენებს სწორედ პოლიტიკური ოპოზიციის", - აღნიშნა ტუღუშმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)