|
2017-03-31 11:59:43, 2043 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: მომხრე ვარ, სამინისტროებმა ფუნქციონალურად თანამედროვე და გამართულ შენობებში გადაინაცვლონ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სამთავრობო ქალაქთან დაკავშირებით ისაუბრა. მან განათლების სამინისტროს მაგალითზე აღნიშნა, რომ მისთვის სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა მისაღებია. ჯეჯელავას განმარტებით, განათლების სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რის გამოც ვერ ხდება გათბობისა და გაგრილების სისტემის დაყენება და ხარჯები იზრდება. "გარდა იმისა, რომ ჩვენი შენობა ისტორიული ძეგლია, ჩვენი უწყების სსიპები გაფანტულია ქალაქის მასშტაბით, რაც პრობლემას გვიქმნის. ჯერჯერობით სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით კონსულტაცია არ შემდგარა, თუმცა თუ დადგა დღის წესრიგში, მე მხარს დავუჭერ. განათლების სამინისტროს ამჟამინდელ შენობაში კი შესაძლებელია მუზეუმის ან ნებისმიერი სხვა რამის განთავსება. მომხრე ვარ სამინისტროებმა გადაინაცვლოს ფუნქციონალურად თანამედროვე და გამართულ შენობებში, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)