|
2017-03-30 15:12:38, 2343 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ღვინიაშვილი პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, ანგარიში მოსმენის შემდეგ დებატები გაიმართოს
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“ თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მოწუოდებს, პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დებატები გაიმართოს. ,,დღეს, საპარლამენტო უმრავლესობას და პრეზიდენტს შორის შექმნილი ვითარება არაჯანსაღია. ამაზე მოწმობს ხელისუფლების, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების და თავად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ არაერთხელ გაკეთებული არაადექვატური განცხადებები პრეზიდენტის მისამართით. ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას, რომ პიროვნებას ნუ გააიგივებენ ინსტიტუტთან და წინა შემთხვევებში, როდესაც პრეზიდენტი მობრძანდა ანგარიშით, ჩვენ არასდროს არ მოგვეცა საშუალება, რომ იქ შემდგარიყო დებატები ’’, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. ცნობისთივს, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს წარსდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)