|
2017-03-30 14:38:53, 1975 ნახვა
კომენტარი
ალავიძე: ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ თვითმმართველი ქალაქებისთვის 40 მილიონიანი ხარჯი გასწიოს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდის შედეგად, საბიუჯეტო ხარჯები 40 მილიონი ლარით გაიზარდა. როგორც ალავიძემ აღნიშნა, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თვითმმართველი ქალაქებისთვის მსგავსი ხარჯი გასწიოს, მინისტრის თქმით, თანხები შესაძლოა რეგიონებში გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე დაიხარჯოს. ალავიძის თქმით, საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მსჯელობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაგრძელდება. „თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდის შედეგად, საბიუჯეტო ხარჯები 40 მილიონი ლარით გაიზარდა. ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მსგავსი ხარჯი გასწიოს თვითმმართველი ქალაქებისთვის, მაშინ, როდესაც შესაძლებელია ეს თანხები დაიხარჯოს რეგიონებში გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად", - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ცვლილებებზე მუშაობს, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებას ითვალისწინებს. შესაბამისი კანონპროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა მოამზადოს. თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შესაძლო შემცირებას საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები აპროტესტებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)