|
2017-03-30 11:45:13, 2296 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია ბიზნესთან. ბიზნესსექტორი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი და კეთილდღეობის მომტანი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიასთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრამდე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში" ჩატარდა. მისი თქმით, ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებული არიან ის კომპანიები, რომლებიც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დიდ ნაწილს ქმნიან და ბევრ ადამიანს ასაქმებენ. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „კერძო სექტორისათვის მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგება, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას, რა შედეგებს ელოდება და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საინტერესოა კერძო სექტორის სურვილები. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ დიალოგშია შესაძლებელი ქვეყნის განვითარება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში. მისი თქმით, ასევე პოზიტიური შედეგით დასრულდა გასული წელი, როდესაც „საქსტატმა" მშპ-ის დაზუსტებული მაჩვენებელი 2,7 პროცენტის ოდენობით გამოაქვეყნა. „ასევე კარგი შედეგები გვაქვს კერძო სექტორში დასაქმებასთან დაკავშირებით გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)