04:36 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 14:50:56, 2308 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი სექსუალური შევიწროების შესახებ რიგ საკანონმდებლო აქტებში ქმედითი ჩანაწერის გაჩენას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წინადადებით მიმართა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, რომელიც „სტამბოლის კონვენციით“ აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხება და ითხოვს კანონმდებლობით სექსუალური შევიწროების დარეგულირებას.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, წინადადებაში აღნიშნულია, რომ სექსუალური შევიწროება სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი გავრცელებული და დაფარული ფორმაა, რომელიც  ხელს უშლის ქალებს თანაბრად მიიღონ მონაწილეობა საჯარო სივრცეში, განავითარონ პროფესიული შესაძლებლობები და მიეცეთ  დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოში შრომის შესაძლებლობა.

„წინადადების მომზადების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში, საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ   ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის ხელმოწერით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება,  რომ დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია სექსუალური შევიწროების შემთხვევაში და აღნიშნული ქმედება დასჯადი გახადოს როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში. 

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს სექსუალური შევიწროების შესახებ ქმედითი ჩანაწერის გაჩენას ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორებიცაა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics