|
2017-03-29 13:03:03, 2435 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რაიმონდ ვეიონისი: ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის ქმედებებს, არასდროს მიიღებს ოკუპაციას
ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდ ვეიონისის განცხადებით, ტრაგიკულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ღობეები ქვეყანას ორ ნაწილად ყოფენ. როგორც ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის გამყოფ ხაზთან პირველად იმყოფება. "გამყოფ ხაზთან პირველად ვარ და ძალიან ტრაგიკულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე ქვეყანაში, გვაქვს ვითარება, სადაც ღობეები ყოფენ ქვეყანას ორ ნაწილად. ყოფს ოჯახებს, ბაღებს. ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის ასეთ ქმედებებს, არასდროს მიიღებს ასეთ ოკუპაციას. ლატვია ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყნისთვის იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი . ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ვიდრე ეს ვითარება არ მოგვარდება და ერთად მოვძებნით გზებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად", - აღნიშნა ვეიონისმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი 27 მარტს ეწვია. დღეს ორი ქვეყნის ლიდერი ხურვალეთში არსებულ საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და ადგილობრვ მოსახლეობას შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)