|
2017-03-29 10:54:27, 815 ნახვა
სამხედრო
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრები გრძელდება
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრები სინდიკატებში მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნის 200-მდე ექსპერტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კრიზისების მართვის საბჭოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე მსჯელობენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა პირველად იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების სამოქმედო გეგმის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციის, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტისა თუ სხვა ეროვნული სტრატეგიების სამოქმედო გეგმებთან. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევების დუბლირების თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების უკეთესი მენეჯმენტის უზრუნველყოფას. „სინდიკატების მუშაობა ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივებით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციას, რომელიც შემდგომში სხვადასხვა ეროვნული დონის დოკუმენტებში, ორმხრივ პროგრამებსა და თანამშრომლობის სხვა ფორმატებში აისახება“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში. სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და ხორციელდება, მის ორგანიზებაში ასევე, ჩართულია ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა ხვალ, წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება.
(NS)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)