|
2017-03-28 13:01:14, 2223 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლატვიის პრეზიდენტი: ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება
ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება. ამის შესახებ მან ავლაბრის რეზიდენციაში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. “მე მგონია და იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ასოცირების ხელშეკრულება კარგი იარაღია იმისთვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული და ეკონომიკური კუთხით განვითარდეს. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვიცით, რომ ქვეყანაში განსახორციელებელ რეფორმებს დიდი დრო სჭირდება, გაცნობიერებული გვაქვს, რომ დღევანდელი პოლიტიკა არ არის სრულყოფილი, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ მზად, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება”, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)