|
2017-03-27 11:46:18, 2427 ნახვა
ეკონომიკა
„სტარტაპ საქართველოს“ 8 გამარჯვებული სტარტაპი აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება
28 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამა - „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული გუნდებიდან, 8 სტარტაპი აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ, რომლებიც ინოვაციური პროექტების დანერგვისათვის აშშ-ში გაივლიან წამყვანი ამერიკელი ექსპერტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება პოტენციურ მომხმარებლებთან, პარტნიორებსა და ინვესტორებთან. ვიზიტის შესახებ დეტალების განსახილველად, 24 მარტს, ტექნოპარკში გუნდები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გიორგი ჩერქეზიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე ბ-ნ გიორგიმ ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო ბიზნეს გარემოზე, სამომავლო გეგმებზე, ასევე, გააცნო სტარტაპებს ვიზიტის პროგრამა და წარმატება უსურვა მათ. სტარტაპებმა, თავის მხრივ, სილიკონ ველის ინვესტორებთან და ექსპერტებთან წარსადგენი პროექტები და პროგრესი გააცნეს მინისტრის მოადგილეს და მზაობა გამოთქვეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ სამომავლო პროექტებში ჩართვაზე. ვიზიტის ფარგლებში, სააგენტო ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს: კომპანია Apple-ის წარმომადგენლებთან, ბიოტექნოლოგიების მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციასთან - Genentech და სანფრანცისკოს თანამეგობრობის კლუბის პრეზიდენტთან. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გამოჩნდეს გლობარულ ბაზარზე და დაიმკვიდროს თავი თანამედროვე მსოფლიოს ინოვაციურ ოჯახში. სილიკონ ველი არის სამშობლო ინოვაციების, მსოფლიოს წამყვანი მაღალტექნოლოგიური ისეთი კორპორაციების, როგორებიცაა Facebook, Google, Yahoo, Cisco, Oracle, Apple, Adobe, Ebay Intel, Twitter. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება მსოფლიოს ყველაზე რევოლუციური გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ ზეგავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. გარდა ამისა, სილიკონ ველი ცნობილია ინკუბატორებისა და ბიზნეს დამაჩქარებლების დიდი რაოდენობით. 30 მარტს კი ქართველ სტარტაპერებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპები ეცდებიან ამერიკელი ინვესტორებისგან ფონდების მოზიდვას. მოლაპარაკებები გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობისათვის. საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლის მხარდაჭერაზე. გამარჯვებულ გუნდებს შორის არიან - Hand4help, Health Hub, Innophage, Lingwing, PawwwN, Qolga, QuickCash, Surgical OR Simulator, (NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)