|
2017-03-25 19:00:50, 3151 ნახვა
მსოფლიო
მინსკში მიტინგის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს - ქალაქში ჯავშანტექნიკაა გამოყვანილი
მინსკში სამართალდამცველები ადამიანებს მასობრივად იჭერენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაჭერები არასანქცირებული მიტინგის მერე დაიწყო, რომელიც ოპოზიციამ მოაწყო. ჟურნალისტები იუწყებიან, რომ დაახლოებით 100-150 მომიტინგეა დაკავებული. ბელარუსელი აქტივისტები კი ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებას აცნობეს, რომ აქციის გამართვას აპირებდნენ. აქციის მონაწილეები ქუჩაში გამოვიდნენ ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის 99 წლისთავთან დაკავშირებით. ეს დღე ბელარუსში ოფიციალურად არ აღინიშნება. მომიტინგეებმა აქციაზე პრეზიდენტის დეკრეტის გაუქმება მოითხოვეს, რომელიც ცნობილია „კანონი მუქთახორობის წინააღმდეგ“ სახელით. როგორც BBC წერს, მინსკის ცენტრში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული, ქალაქში ჯავშანტექნიკა გამოიყვანეს, მილიციამ ათობით ადამიანი დააპატიმრა. პროტესტების დაწყების უშუალო მიზეზი დეკრეტი „სოციალური დამოკიდებულების პრევენციის შესახებ“ გახდა, რომელიც „მუქთახორობის გადასახადს“ ითვალისწინებს. ასე უწოდეს ხალხში იმ მოსაკრებელს, რომელიც მოქალაქემ იმ შემთხვევაში უნდა გადაიხადოს, თუ ის ნახევარ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში „სახელმწიფოს ფინანსირებაში“ მონაწილეობას არ იღებს. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ამ დოკუმენტს ჯერ კიდევ 2015 წლის გაზაფხულზე მოაწერა ხელი, მაგრამ 2017 წლის 20 თებერვალს ის ვადა იწურებოდა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს 2015 წლის მოსაკრებლის საფასური უნდა დაეფარათ. ამ გახმაურებული დოკუმენტის აზრი ისაა, რომ შრომისუნარიან მოსახლეობას გადასახადების გადახდა, ან დასაქმება აიძულონ. ოპოზიცია თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)