|
2017-03-24 18:01:05, 2176 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი მმართველ გუნდთან ურთიერთობაზე: ბრაზილიური სერიალივით ვართ გამომდგარი ტელევიზორში
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის რაც ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მმართველ გუნდს შორის, „წყლის ნაყვაა“ და იმაზე "არლაპარაკი", რაც მთავარია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ურთიერთობები ბრაზილიურ სერიალს ემსგავსება. "სიმართლე გითხრათ ამ დაპირისპირებასაც, რომელიც არის ჩემთან, ახალი ემოციით, ისე აღვიქვამ, რომ - მოდი ეს სირთულეები, რომ არ დავინახოთ, მოქალაქემ, რომ არ თქვას - "იცით, მე მშია, მწყურია, გაჭირვებული ვარ", ამაზე, რომ არ ვილაპარაკოთ, მოდი პრეზიდენტს ვეშაიროთ. მოდი ამით გავართოთ ხალხი. აი, პრეზიდენტს ჩვენ რას ვეტყვით, ის რას დაგვიბრუნებს და ვართ ასე ბრაზილიური სერიალივით გამომდგარი ტელევიზორში და რაღაცეებს ერთმანეთს ველაპარაკებით. ამ ლაპარაკის შედეგად, ვინმეს ხელფასი მოემატა, რომელიმე საწარმო გაიხსნა, რომელიმე დასაქმდა?! მე სიმართლე გითხრათ, თავს უხერხულად ვგრძნობ ამ ბრაზილიური სერიალის მონაწილე, რომ ვარ. რაღაცას, რომ იტყვიან წესია, რომ შენც უნდა არგუმენტირებულად უპასუხო. ეს ხომ არის წყლის ნაყვა და იმაზე, არ ლაპარაკი, რაც მთავარია", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)