04:49 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 14:08:49, 2275 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს - Startup Beats

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს ახალ პროექტს -  "Startup Beats-ს", რომლის მიზანია საქართველოში არსებულ სტარტაპებს შორის კომუნიკაციის დამყარება და გამოცდილების გაზიარება.

ინოვაციიიებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით,  პირველი შეხვედრა, დღეს 19 საათზე ტექნოპარკში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, პროექტს გახსნიან პროგრამა  „სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული კომპანიების დამფუძნებლები:  ბაჩო ხაჩიძე, კომპანია  "Treepex"-ის დამფუძნებელი და  შოთა გიორგობიანი, კო მპანია "OptioAI"-ის დამფუძნებელი.

აღნიშნულმა სტარტაპებმა, ასევე გამარჯვება მოიპოვეს საერთაშორისო კონკურსებზე: Mobile World Congress (ესპანეთი) და The Fincluders Startup Challenge (გერმანია).

შეხვედრაზე სპიკერები ისაუბრებენ, როგორც კონკურსებში მიღებულ გამოცდილებაზე, ისე სტარტაპის შექმნისა და განვითარების საკითხებზე.

ბაჩო ხაჩიძე - Treepex - ხის დარგვის ინოვაციური გადაწყვეტილება.  ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ვაკავშირებთ კომპანიებს და ინდივიდუალურ მომხმარებლებს, იმ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც დაზიანებული ტყის მასივის მიმდებარედ ცხოვრობენ - მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

სპიკერი - შოთა გიორგობიანი - OptioAI. განსხვავებული ციფრული მობილური საფულე პირადი ფინანსების დაგეგმვისა და მართვისათვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ. "ჩათბოტების" საფუძველზე ასრულებს პირადი ასისტენტის როლს და ბუნებრივი ინტერაქციის წყალობით ამარტივებს ფინანსების მართვის პროცესს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics