|
2017-03-23 13:37:37, 2069 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: პარლამენტის წევრები იქცევიან უპასუხისმგებლოდ, როდესაც უარს აცხადებენ უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე
,,აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტის წევრები იქცევიან აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, როდესაც უარს აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე’’, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. ,,ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ გუშინ, როდესაც მათ სურდათ ადამიანების უკანონო მოსმენების გაგრძელების შესაძლებლობის სუს-ისთვის დატოვება, როგორ თამამად აკეთებდნენ განცხადებებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, ხოლო დღეს, როდესაც რეალურად უნდა მოხდეს რეგიონში არსებული საკმაოდ მწვავე სიტუაციიდან გამომდინარე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრება უკვე აღარ ახსენდებათ სახელმწიფო უსაფრთხოება’’, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტის მოწვევით, დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)