|
2017-03-23 10:37:36, 1958 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
„სახელმწიფოს ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და 3 თვე ხელფასს არ უხდიდეს თანამშრომლებს, გაუგონარი უპასუხისმგებლობაა“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტენდერებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მუნიციპალური ტენდერების შემთხვევაში, ბოლო პერიოდში რამდენიმე უარყოფითი პრეცედენტი დაფიქსირდა, როდესაც სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. პრემიერმა დავალება გასცა, ყველა მუნიციპალიტეტში ამ თვალსაზრისით კონტროლი განხორციელდეს: „ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა, მინდა გთხოვოთ, ბატონო ზურაბ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს კონტროლი ამ თვალსაზირისთ. თუ კი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა, უმკაცრესი რეაგირება იყოს. სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანაშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა და თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ამ კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. მინდა, სამართალდაცავებსაც ვთხოვო, რომ რეაგირება იყოს უმკაცრესი ამ მიმართულებით, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორცელებულ პროექტებში მონაწილეობენ, უნდა მიიღონ დროული ხელფასი. ეს არის ელემენტარული რამ და იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ახორციელებენ ამ პროექტებს, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუ ასეთი პრეცედენტები მათ რაიონში დაფიქსირდება. მინდა, გავაფრთხილო ძალიან მკაცრად ყველა”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერი: სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და 3 თვე ხელფასს არ უხდიდეს თანაშრომლებს, ეს გაუგონარი უპასუხისმგებლობაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტენდერებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მუნიციპალური ტენდერების შემთხვევაში, ბოლო პერიოდში რამდენიმე უარყოფითი პრეცედენტი დაფიქსირდა, როდესაც სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. პრემიერმა დავალება გასცა, ყველა მუნიციპალიტეტში ამ თვალსაზრისით კონტროლი განხორციელდეს: „ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა, მინდა გთხოვოთ, ბატონო ზურაბ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს კონტროლი ამ თვალსაზირისთ. თუ კი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა, უმკაცრესი რეაგირება იყოს. სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანაშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა და თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ამ კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. მინდა, სამართალდაცავებსაც ვთხოვო, რომ რეაგირება იყოს უმკაცრესი ამ მიმართულებით, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორცელებულ პროექტებში მონაწილეობენ, უნდა მიიღონ დროული ხელფასი. ეს არის ელემენტარული რამ და იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ახორციელებენ ამ პროექტებს, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუ ასეთი პრეცედენტები მათ რაიონში დაფიქსირდება. მინდა, გავაფრთხილო ძალიან მკაცრად ყველა”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)