15:42 - 22 May, 2026
|
2017-03-23 10:06:19, 2357 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი სამინისტროებს: მაქსიმალურად გავაშუქოთ მიღწევები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სამინისტროების წარმომადგენლებს მოუწოდა, რეგიონებში ვიზიტისას, მაქსიმალურად მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია იმ საწარმოებისა და ქარხნების მუშაობის შესახებ, რომლებიც სახელწმიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში შეიქმნა. "აწარმოე საქართველოს ფარგლებში ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. მინდა, გთხოვოთ ყველა სამინისტროს, რომელიც იმოგზაურებთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაქსიმალურად გავაშუქოთ ეს მიღწევები იმიტომ, რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის. მინდა, გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ადამიანებს და იცოდნენ ასეთი საწარმოების შესახებ",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)