|
2017-03-22 17:33:45, 2152 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე: „ქართული ოცნება“ რჩება მარტო, უკანონობის დაკანონებაში
„ქართული ოცნება“ რჩება მარტო უკანონობის დაკანონებაში და ძალიან დიდი სამომავლო პასუხისმგებლობის აღებაში, რასაც ეს მახინჯი მოსმენების სისტემა მოიტანს მომავალში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ,,დღეს, „ქართული ოცნება“ იღებს კანონს, რომელსაც ეწინააღმდეგება სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ყველა პოლიტიკური პარტია, პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი, საკონსტიტუციო სასამართლო. ანუ „ქართული ოცნება“ რჩება მარტო უკანონობის დაკანონებაში და ძალიან დიდი სამომავლო პასუხისმგებლობის აღებაში, რასაც ეს მახინჯი მოსმენების სისტემა მოიტანს მომავალში. ამიტომ დღევანდელი საპარლამენტო დებატის მთავარი თემაც და ვეტოს მთავარი თემაც ის არის, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდეს თუ რამდენად მარტო დარჩა ქართული ოცნება და რამდენად ქართული საზოგადოების წინააღმდეგ მიდის დღეს ხელისუფლება." ცნობისთვის, პარლამენტში ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)