|
2017-03-22 14:36:40, 2431 ნახვა
სამართალი კომენტარი
ალანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე: დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, თამარ ალანიას განცხადებით, მას არ აქვს რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, დოკუმენტები გაყალბდა. როგორც ალანიამ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სიყალბის დადგენა საგამოძიებო ორგანოების საქმეა. რაც შეეხება უშუალოდ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ალანიას თქმით, გადაწყვეტილება 9 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ მიიღო და მას, როგორც მოსამართლეს, მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. „ინფორმაცია პალატასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. რაც შეეხება გაყალბებას, მოხდა თუ არა რაიმე გაყალბება, სიყალბის დადგენა ხდება პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოს მხრიდან და შემდგომ სასამართლოს განაჩენით. აქედან გამომდინარე, არაკომპეტენტური ვიქნები, ვთქვა სიყალბესთან დაკავშირებით რაიმე. ჩემს პოზიციას ვერ დავაფიქსირებ. საბჭოს წევრობა არ მაძლევს იმ უფლებამოსილებას, რაც აქვს პროკურატურას და შემდგომ სასამართლოს. გადაწყვეტილება მიღებულია დიდი პალატის მხრიდან, მასში 9 მოსამართლე იღებდა მონაწილეობას. ეჭვის შეტანის საფუძველი მე, როგორც მოსამართლეს, არ მაქვს“, - აღნიშნა ალანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)