|
2017-03-20 16:53:00, 2214 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: ვეტომ ნათელი გახადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სუს-ის შესაძლებლობა განუსაზღვრელი გახადა
"პრეზიდენტის ვეტომ კიდევ ერთხელ ნათელი და ცალსახა გახადა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციის უხეში უგულვებელყოფით კიდევ უფრო მეტად გაზარდა და განუსაზღვრელი გახადა სუს-ის შესაძლებლობა ჩაერიოს თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „პრეზიდენტის ვეტომ ნათელი გახადა, რომ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციური პრინციპების უხეშ უგულებელყოფით კიდევ უფრო მეტად გაზარდა და განუსაზღვრელი გახადა სუს-ის შესაძლებლობა ჩაერიოს თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში, აწარმოოს უკანონო მიყურადება და შემდგომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერებით მოახდინოს ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანების პოლიტიკური შანტაჟი. სწორედ ამას ვეწინააღმდეგებოდით ჩვენ, როდესაც ხელისუფლებას ვთავაზობდით შეექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად რეალურად დამოუკიდებელი სააგენტო, რომელზეც იქნებოდა ძლიერი საპარლამენტო კონტროლი და ფარული მიყურადება განხორციელდებოდა ე.წ. ორგასაღებიანი სისტემით,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს დღეს ვეტო დაადო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)