|
2017-03-20 15:59:48, 2121 ნახვა
სამართალი
უზენაესმა სასამართლომ ყაჩაღობაში მსჯავრდებული გაამართლა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ყაჩაღობაში მსჯავრდებული ტარიელ პაგაშვილი უდანაშაულოდ სცნო. ამის შესახებ სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული: „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წის 21 ივლისის განაჩენით, ტარიელ პაგაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება) და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის), რისთვისაც მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენით დადგინდა, რომ წარსულში ორჯერ ნასამართლევმა ტარიელ პაგაშვილმა დააყაჩაღა ვარკეთილში მდებარე ფსიქოტროპული აფთიაქი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ფულად თანხასა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. ასევე, დაკავების შემდეგ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევით ტარიელ პაგაშვილს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად. მსჯავრდებულ ტარიელ პაგაშვილის ადვოკატმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ტარიელ პაგაშვილის გამართლება ყაჩაღობაში, ხოლო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ნაწილში დაცვის მხარეს განაჩენი არ გაუსაჩივრებია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განაჩენით, მსჯავრდებული ტარიელ პაგაშვილი უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან საკსაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა პირის დამნაშავედ ცნობისთვის აუცილებელ სამართლებრივ - გონივრულ ეჭვს მიღმა-სტანდარტს. მსჯავრდებულ ტარიელ პაგაშვილს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ჩაეთვალა მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)