|
2017-03-20 15:47:05, 2390 ნახვა
სამართალი კომენტარი
მთავარი პროკურორის განცხადებით, ჯერჯერობით დაუდგენელია, ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და საქმეში ამ ეტაპზე დეკანოზ გიორგი მამალაძის გარდა, სხვა პირთა ბრალეულობა გამოკვეთილი არ არის. შოთაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, ვისგან შეიძინა მამალაძემ ციანიდი. „შევეცადეთ, საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მაქსიმალურად დაგვეკმაყოფილებინა“,-ამბობს ირაკლი შოთაძე. შოთაძე ასევე გამოეხმაურა ბათუმში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ ამ საქმეზეც გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მთავარი პროკურორის განმარტებით, დაიკითხება ყველა ის პირი, ვისი დაკითხვის საჭიროებაც იარსებებს: „მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურად გამოძიება. ვერ დაგიკონკრეტებთ, ვისი დაკითხვა მოხდა და ვისი უნდა მოხდეს. საქმეზე დაიკითხება ყველა, ვისი დაკითხვის საჭიროებაც იარსებებს. საქმე საკმაოდ მოცულობითია, ვინაიდან ამ არეულობაში ჩართული იყო ასეულობით საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, საკმაოდ შრომატევადი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი და ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება“,-განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)