|
2017-03-17 14:25:36, 2277 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სიიარტო: საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით წარმატების მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით წარმატების მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურა. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ყველა მოლოდინი გაამართლა. "ჩვენ იმედგაცრუებულნი ვიყავით იმის გამო,რომ ჯერ კიდევ არ გაქვთ უვიზო მიმოსვლა, მაგრამ მარტის ბოლოს ეს უკვე შესაძლებელი გახდება და იმედი გვაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დაბადების დღისთვის, თქვენ უკვე გექნებათ უვიზო მიმოსვლა. მინდა განსაკუთრებით გამოვყო მიხეილ ჯანელიძის პირადი ძალისხმევა ამ მიმართულებით", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ვიზის ლიბერალიზაციისმიმდინარეობის მთელს პროცესში. პიტერ სიიარტო საქართველოს 17 მარტს ეწვია, რა დროსაც გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელიხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მინისტრებმა საქართველოსა და უნგრეთს შორისარსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერაზე, როგორც საქართველოსევროპული მისწრაფების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)