|
2015-04-04 10:13:56, 639 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ბრალდებით დმანისის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის მოთხოვნაში ამხილეს დმანისის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ირგანჩაიში – ალიბაი გასანოვი. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალიბაი გასანოვმა მოქალაქეს დაუმზადა ყალბი ცნობა, თითქოსდა აღნიშნულმა მოქალაქემ ამავე სოფელში მაცხოვრებელი პირებისგან 48 ტონა სათესლე კარტოფილი შეიძინა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 900 აშშ დოლარი მოსთხოვა. „დადგინდა, რომ მოქალაქეს აღნიშნული ცნობა შეძენილი კარტოფილის წარმომავლობის დასადასტურებლად სჭირდებოდა. ალიბაი გასანოვმა მას შეატყობინა, რომ 48 ტონა კარტოფილს სოფელ ირგანჩაიში ვერ შეიძენდა, მაგრამ მას შეეძლო ნებისმიერ ტერიტორიაზე შეეძინა სასურველი ოდენობის კარტოფილი, ხოლო თვითონ დაუმზადებდა სათანადო ცნობას. სამართალდამცველებმა ალიბაი გასანოვი ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის რაიონში დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)